დიაგნოსტიკური შეფასება
ელექტრონული კურსები
რესურსები დირექტორებისთვის
რესურსები მასწავლებლებისთვის
რესურსები ფასილიტატორებისთვის
მშობელთა ჩართულობა
თქვენ იმყოფებით გვერდზე : დიაგნოსტიკური შეფასება
პორტალის ამ განყოფილებაში გთავაზობთ კითხვისა და მათემატიკის სწავლის შეფასების დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს კლასებისა და კომპეტენციების მიხედვით. მასწავლებელს შეუძლია, შეარჩიოს კონკრეტული კლასის ამა თუ იმ კომპეტენციის შესამოწმებელი ტესტი ქართულ ენაში ან მათემატიკაში, აღრიცხოს ტესტირების შედეგები და გამოიყენოს დაგროვილი ინფორმაცია სასწავლო პროცესის დასაგეგმად. წარმოდგენილი შეფასების ინსტრუმენტების მომზადება და გამოყენება არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან და ტექნიკურ სირთულეებთან. მათი გამოყენება საკმარის ინფორმაციას გვაწვდის თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, რაც, თავის მხრივ, ადეკვატური სწავლების მეთოდებისა და რესურსების შერჩევაში გვეხმარება. გარდა ამისა, ტესტირების შედეგებს ვიყენებთ დიფერენცირებული სწავლების დაგეგმვასა და წარმართვაში. კითხვის დიაგნოსტიკური შეფასებისათვის რვა სახის დიაგნოსტიკურ ტესტებს გთავაზობთ, ესენია:
- წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები
- სიტყვების ბგერებად დანაწევრება
- ასო-ბგერების ამოცნობა
- სიტყვების წაკითხვა
- ტექსტის წაკითხვა
- ლექსიკური მარაგი
- თხრობითი ტექსტის გაგება-გააზრება
- საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება
მათემატიკაში შესაძლებელია მომზადდეს როგორც ერთ ან რამდენიმე კომპეტენციაზე ფოკუსირებული სადიაგნოსტიკო ტესტი, ასევე სკრინინგული ანუ მიმოხილვითი სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც მოცემული კლასის ყველა კომპეტენციას მოიცავს ერთ ტესტირებაში. კომპეტენციათა სრული ჩამონათვალი ექვსივე კლასის ფარგლებში ასეთია:
№ | კომპეტენცია | I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | თვლა | ![]() |
![]() |
||||
2 | რიცხვის ამოცნობა | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
3 | რიცხვების შედარება | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
4 | მოქმედებები რიცხვებზე | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
5 | კანონზომიერება | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
||
6 | ალგებრა | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
7 | სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა | ||||||
8 | გეომეტრიული ფიგურები | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
9 | ფართობი | ![]() |
![]() |
||||
10 | მონაცემთა ანალიზი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
11 | ტექსტური ამოცანების ამოხსნა | ![]() |
|||||
12 | გეომეტრიული გარდაქმნები | ![]() |