ფორუმი
თქვენ იმყოფებით გვერდზე : მიმდინარე სიახლეები
2016-03-15 / G-PriEd-ის ონლაინ სასწავლო პროექტები

 

 

 

 

 

 

 

 

G-PriEd-ის ონლაინ სასწავლო პროექტები

ძვირფასო მასწავლებლებო,

გთავაზობთ G-PriEd-ის კიდევ ერთ საგანმანათლებლო ინიციატივაში ჩართვას. ეს არის ონლაინ სასწავლო პროექტების ციკლი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის დაწყებით საფეხურზე ინტეგრირებული სასწავლო პროექტების დანერგვას. 

პრიორიტეტული სამიზნე მიმართულებები: კითხვა, წერა, მათემატიკა, ბიზნესის უნარ-ჩვევები, მშობელთა ჩართულობა, სამოქალაქო განათლება.
სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.
თემატური ერთეულის პაკეტის შედგენილობა: 
◘ დასამუშავებელი ტექსტები მოსწავლეებისთვის
◘ სარეკომენდაციო აქტივობების კრებული
◘ დამატებითი რესურსები (ვიდეოლინკი, ელ-წიგნი, სხვ.)
ნამუშევრების გამოქვეყნება: მონაწილე მასწავლებლებს შეეძლებათ სასწავლო პროექტების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ფოტო/ვიდეომასალა გამოაქვეყნონ:
ა) google drive-ის ლინკის გამოყენებით სპეციალურად მათთვის შექმნილ საქაღალდეებში, რომლებიც იტევს დიდი მოცულობის ფაილებს; 
ბ) პროექტის ფეისბუქის ჯგუფში.

მასწავლებლებს შეუძლიათ G-PriEd-ის მიერ ამ ჯგუფში ატვირთული ტექსტებისა და აქტივობების ადაპტირება/დამატება/ჩანაცვლება თავიანთი მოსწავლეების ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
სასწავლო პროექტებში ჩართვა და მონაწილეობის ინტენსივობა ნებაყოფლობითია.
 

ჩვენი პირველი სასწავლო პროექტის სახელწოდებაა "ქაღალდი". 
სასწავლო პროექტის მასალა შეგიძლიათ იხილოთ: 

ა) ბმულზე: https://drive.google.com/folderview?id=0Bwk8Qu1Q3tFiRG56Z1pMLWV2dDQ&usp=sharing

ბ) პროექტის facebook ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/gpriedlearningprojects/files/

 

facebook ჯგუფი: G-PriEd-ის სასწავლო პროექტები

https://www.facebook.com/groups/gpriedlearningprojects/

 

გისურვებთ წარმატებებს!