... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

აქტივობების ბარათების კრებული მშობლებისთვის

აქტივობების ბარათბი განკუთვნილია მშობლებისთვის. კრებული კითხვისა და მათემატიკის უნარების განმავითარებელ აქტივობებს შეიცავს. მასში მოცემული სახალისო დავალებები საშუალებას მისცემს მშობელს დაეხმაროს შვილს მეტყველების, კითხვისა და წერის, არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნის უნარების განვითარებაში; აუმაღლოს ბავშვს მოტივაცია, რაც ნებისმიერ საგანში აკადემიური მიღწევის მნიშვნელოვანი საფუძველია.
კრებულში წარმოდგენილი აქტივობების უმრავლესობა მარტივი დავალების ინსტრუქციაა, დანარჩენს კი ზოგადი რეკომენდაციის სახე აქვს. მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გარემოში - სამზარეულოში, მაღაზიაში, ქუჩაში სეირნობისას, ტელევიზორის ცქერისა თუ თამაშის დროს.


რეკომენდაციები მშობლებს

რეკომენდაცია N1 კითხვა

ამ ფაილში მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება მშობელს შეაყვაროს ბავშვს კითხვა.

რეკომენდაცია N2 მათემატიკა

ამ ფაილში მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება მშობელს ხელი შეუწყოს ბავშვის მათემატიკური აზროვნების განვითარებას.

რეკომენდაცია N3 კითხვა და მათემატიკა

ამ ფაილში მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება მშობელს შეაყვაროს ბავშვს კითხვა და ხელი შეუწყოს მისი მათემატიკური აზროვნების განვითარებას. ფაილის ფორმატი იძლევა წიგნად გადაკეცვის შესაძლებლობას.

რეკომენდაცია N4

...


ვიდეო რეკომენდაციები

2015 წელს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი ჩაერთო ტელეკომპანია „მაესტროს“ პროექტში „1 წუთი მაესტროზე“, რომლის ფარგლებში G-PriEd-ის წარმომადგენლებსა და მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა საინტერესო რეკომენდაციები მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. კლიპებში განსაკუთრებული ყურადღება ბავშვის განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზეა გამახვილებული.