... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

გზამკვლევი

გზამკვლევი განკუთვნილია სკოლებითვის. მასში საუბარია მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, განხილულია ბავშვის სწავლისა და განვითარების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. გზამკვლევში ასევე მოცემულია სხვადასხვა პროექტების/აქტივობების იდეები, რომელთა განხორციელებას არ სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი და ადვილი ჩასატარებელია საქართველოს საჯარო სკოლებში.


კითხვის კონკურსი

კითხვის კონკურსი წარმოადგენს ერთ კონკრეტულ აქტივობას, რომელშიც გათვალისწინებულია მშობლების მონაწილეობა. აქტივობა დაეხმარება სკოლებს ჩართონ მშობლები კითხვის პროცესში.
კითხვის კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად იხ. პროექტის „გზამკვლევი“ (გვ. 18), ხოლო მოსამზადებელი პერიოდისა და პირობების გასაცნობად გახსენით ქვემოთ მოცემული ფაილები (1) „კონკურსისათვის მომზადება“ და (2) „კონკურსის პირობები“.


კონკურსის კითხვარები 1 - 6 კლასები

მშობელთა ჩართულობის ბანერები

სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ ის აქტიურად უწყობს ხელს ოჯახის ჩართულობას ბავშვის აღზრდისა და განათლების საქმეში. სასურველია, რომ სკოლის შენობაში ან ეზოში განთავსდეს ბანერი, რომელზედაც აისახება, თუ როგორ ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მნიშვნელოვან მისიას.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ შექმნილი მშობელთა ჩართულობის ბანერები კითხვისა და მათემატიკის მიმართულებით.


პრეზენტაციები

პრეზენტაციის გამოყენება შეუძლია მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორებს მასწავლებლებისთვის პროექტის მშობელთა კომპონენტის შესახებ მოკლე ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
საფუძველზე შემუშავებული მშობელთა ჩართულობის ქართული მოდელის შესახებ, პროექტის მიერ შექმნილი რესურსებისა და მათი შენაარსის შესახებ;


ელექტრონული კურსი

სესიაში მოცემულია მშობელთა ჩართულობის მიმართულებით საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ სკოლებისთვის და მშობლებისთვის შექმნილი რესურსების მიმოხილვა, რჩევები ამ რესურსების მშობლებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
ასევე, წარმოდგენილია მარტივი რეკომენდაციები სკოლებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის და ინფორმაცია აქტივობების შესახებ, რომელიც წარმატებით განხორციელდა სკოლებში საპილოტე პერიოდის განმავლობაში.
სესიის ბოლოს, მაგალითის სახით, მოცემულია მშობელთა მონაწილეობით ჩატარებული აქტივობა და მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრის ჩანაწერი მშობელთა ჩართულობის თემაზე, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარება აქტივობების დაგეგმვაში მშობელთა გააქტიურების მიზნით.