... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

თქვენ იმყოფებით გვერდზე : რესურსები ფასილიტატორებისთვის

მოცემულ სივრცეში მოთავსებულია რესურსები მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ფასილიტატორებისთვის. აღნიშნული ბლოკი მოიცავს შემდეგ განყოფილებებს:



ვიდეორესურსები მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორებისთვის

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა: სასწავლო სიტუაციის ანალიზი

ფილმში მასწავლებლები განიხილავენ მეხუთე კლასის სასწავლო სიტუაციას მათემატიკაში. ისინი სიღრმისეულად აანალიზებენ მოსწავლეების წინაშე არსებულ პრობლემებს წილადებთან მიმართებით და ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ დადგინონ ამ სირთულის განმაპირობებელი ფაქტორები. შემდეგ კი მასწავლებლები მსჯელობენ იმ სტრატეგიების შესახებ, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს სირთულეების დაძლევასა და სასწავლო საკითხის უკეთესად გააზრებაში. ფილმში ასევე ნაჩვენებია მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორის მიერ შეხვედრის ეფექტურად წარმართვის სტრატეგიები.