... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

კომპიუტერული თამაშები

კომპიუტერულ თამაშს სასწავლო-შემეცნებითი დანიშნულება აქვს. ის ხელს უწყობს დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.

ამ რესურსის გამოყენებით დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეებს:
გაუღრმაონ წარმოდგენა რაოდენობის/რიცხვის და მათზე მოქმედებების შესახებ;
გაავარჯიშონ ისინი თვლასა და არითმეტიკული ოპერაციების სწრაფ და ზუსტ შესრულებაში.


კომპიუტერული თამაშების სივრცეში განთავსებული რესურსი განკუთვნილია I-IV კლასის მოსწავლეებისთვის და ითვალისწინებს დავალებების შესასრულებლად საჭირო ვერბალურ თუ ვიზუალურ ინსტრუქტაჟს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშები მოიცავს გართულებულ ვარიანტებსაც, დავალებები მაინც ადვილი შესასრულებელი და სახალისოა. თამაშების გრაფიკა და დიზაინი შეესაბამება დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. გარდა ამისა, შესაძლებელია მათი გამოყენება შესაბამისი საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას რემედიაციის მიზნით.