... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

თქვენ იმყოფებით გვერდზე : რესურსები მასწავლებლებისთვის

მასწავლებლის რესურსების სივრცეში თავმოყრილია სხვადასხვა სასწავლო მასალა და რესურსი, რომელთა მიზანია დაწყებითი კლასების I-VI კლასებში ქართული ენისა და მათემატიკის სწავლა-სწავლებაში ინოვაციების ხელშეწყობა.



საპრეზენტაციო ვიდეოფილმი

მეთოდური ვიდეოფილმები კითხვის სწავლებისათვის

კითხვის დიფერენცირებული სწავლება - მართული კითხვის აქტივობა

ფილმში აღწერილია მართული კითხვის მეთოდი, რომელიც კითხვის დიფერენცირებულად სწავლების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მოდელს გვთავაზობს. მართული კითხვის აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა მცირე ჯგუფებში შესაფერისი ტექსტის წაკითხვას და დამუშავებას კონკრეტული უნარების თუ სტრატეგიების დაუფლების მიზნით. მასწავლებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და მიზნობრივ დახმარებას უწევს თითოეულ ჯგუფს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. მართული კითხვის აქტივობის დროს კლასი ერთგვარ სამკითხველოდ გადაიქცევა. ბავშვებს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ ისეთ წიგნებთან, რომლებიც მათი კითხვის დონისა და ინტერესების გათვალისწინებითაა შერჩეული. მეთოდი ეფექტურად გამოიყენება როგორც მხატვრულ, ისე საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტებთან სამუშაოდ.

ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ანუ მასწავლებელი - კალამი

კითხვის მეტად ეფექტური მეთოდია ენობრივი პრაქტიკა. ამ მეთოდის გარდა წარმოდგენილი გაკვეთილი შეიცავს პირველ კლასში წერა-კითხვის დაბალანსებულად სწავლების ისეთ ცნობილ მეთოდებს, როგორიცაა ერთობლივი წერა და ერთობლივი კითხვა. ენობრივი პრაქტიკა გულისხმობს მოსწავლეების მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და ამ ტექსტზე მუშაობას. ენობრივი პრაქტიკა არის მთლიანენობრივი მიდგომის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი. იგი მოიცავს ფიქრის, საუბრის, წერისა და კითხვის პროცესებს. ის მეტად სახალისო მეთოდია და როგორც წესი, მოსწავლეები ენთუზიაზმით მონაწილეობენ მასში. გაკვეთილზე დემონსტრირებული აქტივობები თავისუფლად შეიძლება გადავიტანოთ არაქართულენოვანი მოსწავლეების საკლასო ოთახში.

ბუნებრივი მიდგომის აქტივობა თემატური პლაკატის გამოყენებით

ფილმში აღწერილი გაკვეთილი გვიჩვენებს, თუ როგორ იყენებს მასწავლებელი ბუნებრივ მიდგომას თემატურ პოსტერზე დაყრდნობით და როგორ ახორციელებს ის მეტყველების, კითხვის და წერის პროცესების ინტეგრირებას პოსტერის შინაარსის გარშემო. პოსტერის გამოყენებით შესაძლებელია საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვა, რაც გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს და საგრძნობლად გაამდიდრებს მოსწავლეთა ლექსიკურ მარაგს. თემატური პოსტერი არის დიდი ზომის პლაკატი, რომელზეც მოცემულია ამათუიმ თემაზე დახატული კონკრეტული სიტუაცია.

მეთოდური ვიდეოფილმები მათემატიკის სწავლებისათვის

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები - მეთოდური ვიდეოფილმები

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა სასწავლო სიტუაციის ანალიზი

ფილმში მასწავლებლები განიხილავენ მეხუთე კლასის სასწავლო სიტუაციას მათემატიკაში. ისინი სიღრმისეულად აანალიზებენ მოსწავლეების წინაშე არსებულ პრობლემებს წილადებთან მიმართებით და ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ დადგინონ ამ სირთულის განმაპირობებელი ფაქტორები. შემდეგ კი მასწავლებლები მსჯელობენ იმ სტრატეგიების შესახებ, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს სირთულეების დაძლევასა და სასწავლო საკითხის უკეთესად გააზრებაში. ფილმში ასევე ნაჩვენებია მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორის მიერ შეხვედრის ეფექტურად წარმართვის სტრატეგიები.