... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

თქვენ იმყოფებით გვერდზე : რესურსები მასწავლებლებისთვის

პორტალზე წარმოდგენილია სადიაგნოსტიკო ტესტები მათემატიკაში, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეეების გარკვევა, მოსწავლეების მათემატიკურ ცოდნასა და უნარჩვევებში იმ ხარვეზების პოვნა, რომლებიც განაპირობებს მოსწავლის წარმატებასა თუ წარუმატებლობას მათემატიკური კომპეტენციების დაუფლებაში. ტესტები სკრინინგულია ანუ მიმოხილვითია და მოსწავლეთა შეცდომების მიზეზების ზუსტად და ცალსახად გარკვევის საშუალებას არ იძლევა, თუმცა ტესტირების შედეგების მიხედვით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა მოსწავლეების გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად ჩაატაროს საკორექციო სამუშაოები მათთან და აღმოფხვრას ხარვეზები მათ ცოდნასა თუ უნარჩვევებში. ტესტირების შედეგების მიხედვით მოსწავლეთა საჭიროებების გასარკვევად ყოველი კლასისთვის განკუთვნილ ტესტს თან ახლავს ტესტირების შედეგების აღრიცხვისა და ანალიზის ინსტრუმენტი რამდენიმე გვერდიანი ექსელის ფაილის სახით. მასწავლებელს მოსწავლის მიერ თითოეულ სატესტო დავალებაში მიღებული ქულა შეჰყავს ფაილის პირველ გვერდზე განთავსებულ ცხრილში. მასწავლებლისთვის საჭირო ყველა მონაცემი ავტომატურად გამოითვლება და განთავსდება ფაილის მომდევნო გვერდებზე წარმოდგენილ ცხრილებში. მასწავლებლისთვის განკუთვნილი სატესტო პაკეტი მოიცავს, აგრეთვე, ინსტრუქციებს ტესტირების ჩატარების ადმინისტრირებისა და მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმების შესახებ. ტესტირების ადმინისტრირების გაიოლების მიზნით მინიპოსტერებზე წარმოდგენილია ტესტში შემავალი ტიპური დავალებებისა და ამ დავალებების შესრულების ნიმუშები. ვიდეოფილმი „განმავითარებელი შეფასება მათემატიკაში“ , რომელშიც გადმოცემულია სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარების, შედეგების შეჯამებისა და მასწავლებლის შემდგომი მოქმედებების შესახებ ინსტრუქციები, იხილეთ აქ