... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

სამუშაო ბარათები

კითხვის სწავლებისას ეფექტურად ვიყენებთ დავალების/აქტივობის ბარათებს. პორტალზე წარმოდგენილ დავალების/აქტივობის ბარათებზე მითითებულია:

დავალების/აქტივობის ბარათები შეიძლება გამოვიყენოთ ინდივიდუალურად, წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობისთვის. ისინი ეხმარება მასწავლებელს მართული კითხვის აქტივობისას ჯგუფების ორგანიზებაში, დიფერენცირებულ გაკვეთილებზე მოსწავლეებისთვის ადეკვატური დავალებების განაწილებაში. ბარათების უმრავლესობა კითხვის ფაზაზე ან წაკითხვის შემდგომი სამუშაოსთვისაა განკუთვნილი. აქტივობის/დავალების ბარათების გამოყენების ვარიანტები

კითხვის აქტივობის დაწყებამდე მოსწავლე (ან მოსწავლეთა ჯგუფი) შეარჩევს ერთ ან ორ ბარათს და შეასრულებს მასზე მითითებულ დავალებას (უპასუხებს შეკითხვას) კითხვის პროცესში ან წაკითხვის შემდეგ;
მასწავლებელი პირქვე ჩადებს ბარათებს ყუთში. კითხვის დროს მოსწავლეები აიღებენ ბარათებს და შეასრულებენ დავალებებს/სავარჯიშოებს (უპასუხებენ შეკითხვებს);
მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრავს, თუ რომელი ჯგუფი (ან მოსწავლე) რომელ ბარათს მიიღებს.


ფლეშ ბარათები


დავალების ბარათი არის მოსწავლისთვის განკუთვნილი სავარჯიშოს წერილობითი აღწერა და შესრულების მითითება. დავალების ბარათმა მოსწავლეებს ფიქრისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების სტიმული უნდა მისცეს; ხელი შეუწყოს კითხვების დასმას, წაახალისოს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
ფლეშბარათების გამოყენების წესი და რეკომენდაციები იხილეთ ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ბროშურაში - „დაწყებითი კლასების მათემატიკის დავალების ბარათები“.



სიტყვის ბარათები და სურათიანი ბარათები გამოიყენება ასო-ბგერების, ცნობადი და ხშირი სიტყვების, სხვადასხვა სიტყვის დეკოდირების (წერილობითი კოდის გაშიფვრის) უნარის განვითარებისათვის. ბარათებზე დატანილია ის სიტყვები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ზეპირმეტყველებასა და ნაბეჭდ ტექსტებში. ამიტომ მათი სწრაფად ცნობა დიდ დახმარებას უწევს პატარა მკითხველს ტექსტებთან ურთიერთობის საწყის ფაზაზე. ბარათებით შესრულებული აქტივობების უმრავლესობა მეტად სასრგებლოა სიტყვებზე რეგულარული ვარჯიშისთვის, რაც ეფექტური კითხვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აქტივობების უმრავლესობა პირველ და მეორე კლასებში გამოიყენება. აქ მოცემულია სხვადასხვა ტიპისა და ზომის (დიდი ან პატარა) ბარათები, კერძოდ:

დიდი ზომის ბარათები მხოლოდ სურათებით (სურათიანი ბარათები)
მცირე ზომის სურათიანი ბარათები
დიდი ზომის ბარათები სიტყვებით (სიტყვის ბარათები)
მცირე ზომის სიტყვის ბარათები

პორტალზე ასევე განთავსებულია თამაშებისა და სავარჯიშოების ბანკი, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა მიზნით გამოიყენოთ: ასწავლოთ ახალი სიტყვები, გაიმეოროთ ადრე ნასწავლი სიტყვები, არაფორმალურად გადაამოწმოთ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი.


გამოხმაურების ბარათები

კითხვის და წერის აქტივობის ბარათები ქართულენოვანი და არა ქართულენოვანი მოსწავლეებისთვის

მათემატიკის დავალების ბარათები