... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

სამუშაო ფურცლები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში


ქვემოთ მოცემული სამუშაო ფურცლები ტექსტებთან მუშაობის უნარის განვითარებისთვისაა შექმნილი. ისინი შედგება როგორც საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტისგან, ისე თანდართული ოთხი ძირითადი ტიპის სავარჯიშოებისგან, ესენია: შინაარსის გაგება-გააზრება, ლექსიკა, გრამატიკა და წერა. ტექსტები შეიცავს საინტერესო ინფორმაციას და ბავშვებისთვის გასაგებადაა დაწერილი. ცხრილში ტექსტები დახარისხებულია ორი ძირითადი მახასიათებლის გათვალისწინებით:

  • 1. გაგება-გააზრების რომელი ქვეუნარის განვითარებას უწყობს ხელს მათზე დართული სავარჯიშოები, მაგალითად, „მთავარი აზრი და დეტალები“ ან „შეჯამება“;
  • 2. სირთულის დონე, მაგალითად, 2.3 ან 4.1.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა სწორედ ამ ორი მახასიათებლის გათვალისწინებით შეარჩიოს ტექსტები. დავუშვათ, რომ მომდევნო გაკვეთილზე მესამე კლასის მოსწავლეებმა უნდა გაივარჯიშონ ტექსტში გადმოცემულ მოვლენებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრებაზე. ცხრილში ვხედავთ, რომ 3.1, 3.2 და 3.3 სირთულის დონეების გასწვრივ, სვეტში „მიზეზი და შედეგი“ განთავსებულია შვიდი სამუშაო ფურცელი, რომელთა შორისაც მასწავლებელს შეუძლია შესაფერისი ვარიანტის შერჩევა. იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მოსწავლის კითხვის დონე არ შეესაბამება (ჩამორჩება ან აღემატება) მესამე კლასის სტანდარტს, მასწავლებელს შეუძლია სხვა დონეების (მაგ., 2.3, 4.2 და ა.შ.) მიზეზისა და შედეგის განყოფილებიდან შეარჩიოს მისთვის ტექსტი.

არ არის სავალდებულო, მთელი კლასი ერთ სამუშაო ფურცელზე მუშაობდეს, შესაძლებელია ერთდროულად სხვადასხვა ბავშვს ან მოსწავლეთა ჯგუფს სხვადასხვა ფურცელი ჰქონდეს სამუშაოდ, იმის მიხედვით, თუ რა აინტერესებს და რა უნარის განვითარება ესაჭიროება. რაც შეეხება სავარჯიშოებს, ყველა მათგანის გაკვეთილებზე გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. მასწავლებელს შეუძლია წინასწარ ამოარჩიოს რომელიმე სავარჯიშო და მიზნობრივად გამოიყენოს მეცადინეობის დროს.

სამუშაო ფურცლები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც უშუალოდ გაკვეთილზე, ისე დამატებითი, სარემედიაციო მეცადინეობების დროსაც. ამ შემთხვევაში მთავარ რესურსად გამოგვადგება ტექსტი, რომლის შემადგენელი სიტყვები, ფრაზები და წინადადებები კარგი საშუალებაა როგორც გაგება-გააზრების, ისე დეკოდირების უნარის განვითარებისათვის. გარდა ამისა, შეგვიძლია სამუშაო ფურცლები საშინაო დავალებადაც გავატანოთ მოსწავლეებს შინ.

ქართული (მშობლიური) ენა
მთავარი აზრი და დეტალები ფაქტები და მოსაზრებები მოვლენების თანმიმდევრობა შეჯამება (რეზიუმირება) მიზეზები და შედეგები დაჯგუფება (კატეგორიები) პრობლემის გადაჭრა შედარება (მსგავსება-განსხვავებები)
2.2
2.3
3.1
3.2
3.3
4.1
4.2
4.3

ქართული როგორც მეორე ენა
დონე სამუშაო ფურცლები
საწყისი დონე A

1)დაბადების დღე.    2) სეზონი.  3) კალათბურთი.  4) ტბა.  5) სოფელი.  6) ზოოპარკი.

საწყისი დონე B

1) ბილეთი.   2) ბარბი. 3)  ბიჭი და გემი.  4) ბიჭი და წიგნი. 5) პურის სუნი.  6) რვაფეხა.  7) სპილო.  8) თეას გოგო. 
9) ნიანგი.  10) კნუტი და თოჯინა.



მთავარი აზრი და დეტალები ფაქტები და მოსაზრებები მოვლენების თანმიმდევრობა შეჯამება (რეზიუმირება) მიზეზები და შედეგები დაჯგუფება (კატეგორიები) პრობლემის გადაჭრა შედარება (მსგავსება-განსხვავებები)
გარდამავალი დონე A
გარდამავალი დონე B
გამართული კითხვის დონე A
გამართული კითხვის დონე B