ფორუმი
ვებ პორტალის მიმოხილვა და მოხმარების ინსტრუქციები


- ნაწილი 1-საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ზოგადი მიმოხილვა (G-PriEd) რესურსების პორტალის მოკლე მიმოხილვა ქართულ ენაზე


- ნაწილი 2 - საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) რესურსების პორტალზე რეგისტაცია და ავტორიზაცია ქართულ ენაზე

- ნაწილი 3 - საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) რესურსების პორტალზე ელექტრონული კურსების მართვა ქართულ ენაზე
ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები

რაოდენობა

1. რამდენი სესია უნდა ჩაატაროს თითოეულმა ფასილიტატორმა წლის განმავლობაში?

თითოეული ფასილიტატორი წარმართავს ელექტრონული ტრენინგ-პროგრამის 17 სესიას აკადემიური წლის განმავლობაში.

შენიშვნა: მოცემულ მომენტში პროექტის პორტალზე ატვირტულია მხოლოდ რამდენიმე სესია. სასწავლო წლის განმავლობაში ტრენინგპროგრამის სიას დაემატება სესიები და დადგენილ პერიოდში პორტალზე განთავსდება 17 სესია (ტრენინგპროგრამა დასრულებული სახით).  

ჩატარების ვადები

2. რა პერიოდის განმავლობაში შეუძლია ფასილიტატორს სესიების ჩატარება?

ფასილიტატორს შეუძლია დაგეგმოს და ჩაატაროს ელექტრონული ტრენინგპროგრამის სესიები ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, ჯგუფის წევრებისათვის ხელსაყრელ დღესა და დროს.

3. მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორის მიერ შევსებულ განრიგში მითითებული იყოს უახლოესი ორი სესიის ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ პროექტს დაგეგმილი აქვს ვიზიტების განხორციელება მონიტორინგის მიზნით.


საკონტაქტო პირი

სახელი/გვარი: ნინი ჟღენტი

საკონტაქტო მონაცემები

ტელეფონი/ოფისი:  + 995 32 225 00 80


1. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის პრეტესტებს (მეხუთე კლასისთვის)  ვინ და როდის მიაწვდის სკოლებს?

პრეტესტები უკვე (სკოლებში გაკვეთილების მიწოდების დაწყებამდე) ჩაუტარდა ყველა კლასს, შესაბამისად ყველა მეხუთე კლასის მოსწავლესაც. პრეტესტის შედეგებს გაანალიზებს პროექტი ჯუნიორ ეჩივმენტთან ერთად და შეადარებს პოსტესტის შედეგებს, რათა გავზომოთ მოსწავლეების შედეგები და პროგრესი ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით. პოსტესტის დასრულება დაგეგმილია 2016 ივლისში. მხოლოდ პოსტესტის დასრულების შემდეგ შეჯამდება ორივე ტესტის შედეგები და ინფორმაცია გადაეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სკოლებს.  

2. თუ ფასილიტატორი დაეხმარება მასწავლებელს ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების ჩატარებისას ტრენერების დასწრების დროს, ხომ არ აისახება  უარყოფითად  ეს დახმარება მასწავლებლის სადამრიგებლო პროგრამის კრედიტქულაზე? 

უარყოფითად ეს დახმარება არ აისახება, თუმცა, მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი ამ პროგრამების მიწოდებასთან დაკავშირებით და მისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს ამ გაკვეთილების ჩატარება. თუ გაკვეთილი ტარდება V-VI კლასში, მასწავლებლის როლში იმყოფება მოხალისე და დამრიგებელი მას მხოლოდ ეხმარება. 

აუცილებლობის შემთხვევაში, პროექტის გუნდი მზად არის დაეხმაროს ნებისმიერ მასწავლებელს ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლებზე დაკვირვების მიზანი არ არის მათი შეფასება ან კრიტიკა. დაკვირვების მიზანი არის გარკვეული პრობლემების ან სირთულეების იდენტიფიცირება, რომლის საფუძველზეც პროექტი დამატებით დახმარებას გავუწევთ მასწავლებლებს ამ პროგრამის მაქსიმალურად ეფექტურად მიწოდების მიზნით. 


1. სად მოვიძიოთ მათემატიკის სადიაგნოსტიკო ტესტები?

მათემატიკის სადიაგნოსტიკო ტესტები განთავსებულია სივრცეში „მასწავლებლის რესურსი“.

თითოეული საფეხურისთვის ატვირთულია ტესტების სამი ფორმა.

პროექტის რეკომენდაციაა მათემატიკაში სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებისას გამოიყენოთ მე-2 და მე-3 ფორმა.

2. როდის ჩავატაროთ მათემატიკის სადიაგნოსტიკო ტესტირება და რომელი კლასის ტესტები გამოვიყენოთ?

პროექტის რეკომენდაცია: მე-2 სემესტრის დასაწყისში, სასურველია, ჩატარდეს დიაგნოსტიკური ტესტირება წინა საფეხურის ტესტების გამოყენებით, ხოლო მაისში დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარება სავალდებულოა შესაბამისი საფეხურის ტესტებით.

3. სად ავტვირთოთ მათემატიკის სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგები?

მე-2 სემესტრის სადიაგნოსტიკო ტესტირების შედეგების ატვირთვა პორტალზე არ ხორციელდება.

მაისის თვეში სავალდებულო სადიაგნოსტიკო ტესტირების შედეგები მასწავლებელმა უნდა გადასცეს დირექტორს, რომელიც გაანალიზებს არსებულ მონაცემებს (ტესტირების შედეგებს), შეავსებს პროექტის მიერ შექმნილ სპეციალურ ფორმას და გადმოაგზავნის პროექტში.

შენიშვნა: შესაბამისი ფორმა გადაეგზავნა ყველა დირექტორს ინდივიდულურად.

4. სად მოვიძიოთ ქართულის სადიაგნოსტიკო ტესტები?

სადიაგნოსტიკო ტესტები კითხვის მიმართულებით განთავსებულია სივრცეში „საკლასო შეფასება“.

5. როგორ ჩავატაროთ და სად ავტვირთოთ ქართულის სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგები?

პასუხი პირდაპირ არის მოცემული დიაგნოსტიკური ტესტირების თემაზე მომზადებულ სპეციალურ სესიაში (I-IV კლასები - სესია #9, V-VI კლასები - სესია #8). 

შეგახსენებთ, რომ ეს სესია სალექციო ნაწილის გარდა მოიცავს ორ მეთოდურ ფილმს, რომლებიც პორტალის რესურსებშია განთავსებული: 
(1) კითხვის უნარის დიაგნოსტიკური შეფასება; 
(2) მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა: მონაცემთა ანალიზი. 
შენიშვნა: თუ ეს სესია ჯერ სრულად არ განგიხილავთ, გთხოვთ ჩაატაროთ და შემდეგ შეუდგეთ ტესტირების პროცესს. 

6. როგორ მოვიქცეთ დიაგნოსტიკური  ტესტირების ჩატარების დროს, თუ კლასში ირიცხება სსსმ მოსწავლეები?

სტრატეგია მთლიანად არის დამოკიდებული ადგილობრივ ვითარებაზე და თითოეული მოსწავლის უნარ-ჩვევებზე (განვითარების აქტუალურ ზონაზე). სსსმ მოსწავლეები მეცადინეობენ ინდივიდუალური გეგმების შესაბამისად.

თუ ბავშვი ტესტირებაზე მკვეთრად დესტრუქციულ რეაგირებას არ ავლენს, მაშინ შესაძლებელია ტესტირების ჩატარება. 

საუკეთესო შემთხვევაში, თავად მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რომელი დონის/კლასის რომელი ტესტები ჩაუტაროს ცალკეულ მოსწავლეს. ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების დიაგნოსტიკა უნდა მოხდეს ორი ან მეტი კლასით ქვედა ტესტებით. მაგალითად: მეოთხე ან მეხუთეკლასელ სსსმ მოსწავლეს შეიძლება ჩაუტარდეს პირველი ან მეორე კლასის ესა თუ ის ტესტი. თუ დიაგნოსტიკური ტესტირება მოულოდნელად მეტად დაბალ ან მეტად მაღალ მაჩვენებელს გამოავლენს, შესაბამისად უნდა აიწიოს ან დაიწიოს ტესტის სირთულე (კლასი). 

შესაყვანად შესაბამისი ექსელის ფაილები უნდა გამოიყენოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელი საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას მიიღებს მოსწავლის კითხვის დონის და საჭირო ინტერვენციების, გამოსაყენებელი მეთოდებისა და რესურსების შესახებ.