როგორ მოვახერხოთ ის, რომ ბავშვებმა არ შეწყვიტონ კითხვა და სწავლა ზაფხულის განმავლობაში და დანაკარგის გარეშე, სათანადო მზაობით შეუდგნენ მომდევნო სასწავლო წელს?... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

2017-01-24 / G-PriEd-ის წარმომადგენელთა სასწავლო ტური ფინეთში

2017 წლის 23-დან 28 იანვრამდე საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) კითხვისა და მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელები, პაატა პაპავა და გია ნოზაძე ფინეთის ქალაქ ტურკუში გამართულ სასწავლო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც პრობლემები აქვთ კითხვასა და მათემატიკაში, ანუ სწავლისათვის საჭირო ფუნდამენტურ უნარებში?

როგორ ვიმუშაოთ იმ მოსწავლეებთან, რომელთა დიაგნოსტიკური შეფასებაც არასასურველ სურათს გვიჩვენებს?

მოსწავლეზე ორიენტირებული, დიფერენცირებული მიდგომის განხორციელების პროცესში ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.

ფინეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ეფექტური მუშაობის კუთხით. შესაბამისად, სასწავლო ტური განხორციელდა ამ ქვეყანაში. ტურის მიზანია იმ მიდგომების, სტრატეგიებისა და რესურსების გაცნობა, რომლებსაც ფინეთის სკოლები იყენებენ დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეებთან სამუშაოდ. გაიმართება სასკოლო და საუნივერსიტეტო ვიზიტები, შეხვედრები და საუბრები ძირითად და დამხმარე მასწავლებლებთან, სპეციალური განათლების მუშაკებთან, უნივერსიტეტების პროფესორებთან და სხვ.

სასკოლო ვიზიტების ფარგლებში ჯიპრაიდის წარმომადგენლები:

- დააკვირდებიან მთელ კლასთან, მოსწავლეთა მცირე ჯგუფებთან და ცალკეულ მოსწავლეებთან განხორციელებულ აქტივობებს;
- გაეცნობიან სკრინინგისა და პროგრესის მონიტორინგის ინსტრუმენტებს, სპეციალური განათლების პროცესში გამოყენებულ სასწავლო მასალას;
- ფინელ კოლეგებთან ერთად მიმოიხილავენ მშობელთა ინფორმირებისა და გააქტიურების საშუალებებს;
- იმსჯელებენ მსგავსი მსგავსი მოდელის დანერგვისათვის საჭირო ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებზე, სკოლის კულტურაში შესატან ცვლილებებსა და საჭიროებებზე.

სასწავლო ტურის დასრულების შემდეგ G-PriEd-ი გეგმავს კონცეპტუალური ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის პილოტირებას საქართველოს სკოლებში.