.... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

ვინ ვართ ჩვენ?

რა არის ეს?   www.kargiskola.ge წარმოადგენს პორტალს, სადაც თავმოყრილია დაწყებითი 1-6 კლასების კითხვისა და მათემატიკის მრავალფეროვანი / ინოვაციური საგანმანათლებლო სწავლებისა და სასწავლო მეთოდური ინტერაქტიური რესურსები. პორტალის მეშვეობით დაწყებითი კლასების მასწავლებელს შეუძლია ელექტრონული e-კურსების გავლა, გაკვეთილის გეგმის ჩამოტვირთვა, საბავშვო წიგნებისა და თამაშების გამოყენება ჯგუფური, ინდივიდუალური თუ საკლასო მუშაობისთვის (რესურსები მასწავლებლებისთვის). ასევე, საკლასო შეფასების სივრცეში, მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს განმავითარებელი შეფასების მრავალ ტექნოლოგიას, პრაქტიკას და დიაგნოსტიკური შეფასების-ის მეშვეობით დაგეგმოს, ჩაატაროს დიაგნოსტიკური ტესტრირება და გაანალიზოს შედეგები.

ვისთვის არის ეს?   www.kargiskola.ge-სრესურსების პორტალი განკუთვნილია დაწყებითი კლასების ქართული ენის, ქართული, როგორც მეორე ენის და მათემატიკის მასწავლებლებისთვის და სკოლის დირექტორებისთვის.   (რესურსები დირექტორისთვის). პორტალი პორტალი 2017 წლიდან ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის

ვინ ვართ ჩვენ?   www.kargiskola.ge-სრესურსების პორტალი შეიქმნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს დაწყებითი პროექტის (USAID G-PriEd) ფარგლებში. 2012 წლიდან პროექტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შექმნა და შერჩეულ საჯარო სკოლებში დანერგა უამრავი რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს გააზრებული კითხვისა და მათემატიკის სწავლას ადვილს, ცოცხალსა და აქტიურს ხდის სასწავლო პროცესს. მიღებული უკუკავშირისა და დაგროვებული გამოცდილების გათვლისწინებით, აპრობირებული და შერჩეული რესურსები, მეთოდები და ინსტრუმენტები თავმოყრილია ამ პორტალზე იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ხელმისაწვდობი გახდეს სასწავლო რესურსები, მარტივი გახდეს კვალიფიკაციის ამაღლება და იმ ინოვაციური მეთოდების გამოყენება, რომლებიც გააუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს კითვასა და მათემატიკაში დაწყებით კლასებში.